რჩევები ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში

1ვინ არიან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევაში მძიმე დაავადების განვითარების განსაკუთრებით მაღალის რისკის ქვეშ?

ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით კლინიკურად მაღალი რისკის მქონე პირები არიან:

  • 65 წლის და მეტი ასაკის პირები

პირები ვისაც აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები:

  1. ქრონიკული ფილტვის დაავადებები - სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებები, როგორიცაა ცისტური ფიბროზი, მძიმე ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  2. გულის მნიშვნელოვანი დაავადებები
  3. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები:
  • ბევრი მდგომარეობის დროს შეიძლება დაქვეითდეს იმუნიტეტი, როგორებიცაა სიმსივნეების მკურნალობა, ძვლის ტვინის ან ორგანოების გადანერგვა, იშვიათი თანდაყოლილი/გენეტიკური იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ცუდად კონტროლირებული აივ ინფექცია ან შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), კორტიკოსტეროიდებით და სხვა იმუნიტეტის დამაქვეითებელი მედიკამენტების გამოყენება
  1. მნიშვნელოვანი სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი [BMI] ≥40)
  2. ცუდად კონტროლირებადი დიაბეტი
  3. თირკმლის უკმარისობა და ჰემოდიალიზზე მყოფი პირები
  4. ღვიძლის დაავადებები
2კონკრეტულად რომელი ღვიძლის დაავადებები მიეკუთვნება კონიდ-19-ის მძიმე მიმდინარეობის განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს?

ამ ეტაპზე არსებული საერთაშორისო ასოციაციების, ორგანიზაციების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემებზე დაყრდნობით ღვიძლის დაავადებების განსაკუთრებით მაღალ რის-ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ჯგუფები:

  • გადანერგილი ღვიძლის მქონე პირები
  • ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირები
  • ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პირები, ვისაც უტარდება ქიმიოთერაპია ან იმუნოთერაპია
  • ღვიძლის მძიმე (დეკომპენსირებული) ციროზი

თუ თქვენ არ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი ღვიძლის დაავადების მდგომარეობის/სტადიის შესახებ, აუცილებლად დაუკავშირდეთ თქვენს ღვიძლის სპეციალისტს, რომ მიიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები.

 

3თუ მივეკუთვნები განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს, კონკრეტულად რა უნდა გავითვალისწინო?
  • განსაკუთრებით ზედმიწევნით დაიცავით სოციალური დისტანცირების და ინდივიდუალური დაცვის ღონისძიებების ყველა რეკომენდაცია (https://stopcov.ge/; https://www.ncdc.ge/)
  • მაქსიმალურად ეცადეთ გამოიყენოთ ონლაინ (დისტანციური კომუნიკაციის) სერვისები თქვენს ექიმთან (კლინიკასთან) საკონტაქტოდ, რათა მიიღოთ რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავებებით
4თუ არ მივეკუთვნები განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს, მაგრამ მაქვს ღვიძლის გარკვეული პრობლემა?
  • რეკომენდაციები მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე, ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ვინც არ მიეკუთვნებიან განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს (იხ. ზემოთ), უნდა მიყვეს ზოგად რეკომენდაციებს (https://stopcov.ge/; https://www.ncdc.ge/)