European Association for the Study of the Liver (EASL)*, European Association for the Study of Diabetes (EASD), European Association for the Study of Obesity (EASO)
მეტაბოლურ დარღვევებთან ასოცირებული ღვიძლის სტეატოზური დაავადება (MASLD), რომელსაც აქამდე ეწოდებოდა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD), განისაზღვრება, როგორც ღვიძლის სტეატოზური დაავადება (SLD) ერთი ან მეტი კარდიომეტაბოლური რისკ-ფაქტორის არსებობის და ალკოჰოლის მავნე მოხმარების გამორიცხვის შემთხვევაში. MASLD-ის სპექტრი მოიცავს: ღვიძლის სტეატოზს, მეტაბოლურ დარღვევებთან ასოცირებულ სტეატოჰეპატიტს (MASH, ადრე - NASH), ფიბროზს, ციროზს და MASH-თან დაკავშირებულ ჰეპატოცელულურ კარცინომას (HCC). ერთობლივი EASL-EASD-EASO გაიდლაინი გვაწვდის უახლეს, მტკიცებულებებზე დაფუძვნებულ ინფორმაციას MASLD-ის განმარტებაზე, პრევენციაზე, სკრინინგზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე.
MASLD-ის შემთხევაში არაინვაზიური ტესტებით ღვიძლის ფიბროზის გამოვლენა უნდა მოხდეს - კარდიომეტაბოლური რისკ-ფაქტორების, ღვიძლის ფერმენტების დარღვეული მაჩვენებლების და/ან ღვიძლის სტეატოზის რადიოლოგიური ნიშნების მქონე პირებში, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის (T2D) ან სიმსუქნის არსებობისას დამატებითი მეტაბოლური რისკ-ფაქტორ(ებ)ით.
ღვიძლის შროსწასული ფიბროზის გამოსარიცხად/დასადასტურებლად ეფექტურია საფეხურებრივი მიდგომა, რომელიც ეფუძვნება სისხლის ტესტებს (როგორიცაა FIB-4) და ვიზუალიზაციის მეთოდებს (როგორიცაა ტრანზიენტული ელასტოგრაფია), რაც გვაძლევს დაავადების გამოსავლის პროგროზირების საშუალებას.
MASLD-ის მქონე ზრდასრულებში რეკომენდებულია ცხოვრების წესის მოდიფიკაცია, რაც გულისხმობს - წონის დაკლებას, კვებით ცვლილებებს, ფიზიკური აქტივობას და ალკოჰოლის მოხმარების შეღუდვას; ასევე თანმხლები დაავადებების ოპტიმალურ მართვას, ჩვენების შემთხევაში ინკრეტინზე დაფუძნებული თერაპიის ჩათვლით (მაგ.: სემაგლუტიდი, ტირზეპატიდი) შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ან სიმსუქნის მქონე პაციენტებში. MASLD-ის მკრუნალობის ერთ-ერთი ვარიანტია ბარიატრიული ქირურგია.
არაციროზული MASH-ისა და ღვიძლის მნიშვნელოვანი ფიბროზის მქონე ზრდასრულები (სტადია ≥2), განხილულ უნდა იქნან სპეციფიკური მკურნალობის კანდიდატებად რესმეტირომით, ამ მედიკამეტის ხელმისაწვდომობის შემთხევაში. რესმეტირომმა აჩვენა ჰისტოლოგიურად დადასტურებული ეფექტურობა სტეატოჰეპატიტსა და ფიბროზზე, უსაფრთხოების მისაღები პროფილით. MASH-ციროზის მქონე პაციენტებში მედიკამენტი ჯერ-ჯერობით არ არის რეკომენდებული. MASH-ციროზის მართვა არ შეცვლილა და მოიცავს მეტაბოლური დარღვევების შესაბამის მართვას, შესაბამის კვებით მოდიფიკაციებს, რეგულარულ მონიტორინგს პორტული ჰიპერტენზიისა და ჰეპატოცელულური კარცინომის (HCC) სკრინინგისთვის. დეკომპენსირებული ციროზი შემთხვევაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განხილვას.
© 2024 The Author(s). Published by Elsevier BV on behalf of European Association for the Study of the Liver (EASL) and by S Karger AG. This is an open access article under the CC BY-NC license (http://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0/).