C ვირუსის ელიმინაციის პროექტი

საქართველოში 2015 წლიდან მოქმედებს C ვირუსის ელიმინაციის პროექტი.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები შემდეგ მომსახურებას ღებულობენ:

  • დაავადების სკრინინგული კვლევა
  • მიმდინარე ინფექციის პირველადი დიაგნოსტიკა.
  • ანტივირუსული თერაპიის დაწყებამდე საჭირო დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევა.
  • ანტივირუსული თერაპია.
  • ანტივირუსული თერაპიის დროს საჭირო კვლევები.
  • ანტივირუსული მკურნალობის შემდგომ საბოლოო კვლევა თერაპიის შედეგის შესამოწმებლად.

პროექტს ახორციელებს კომპანია ფარმაცევტული კომპანია Gilead Inc., საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. პროექტი მხარდაჭერილია ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). პროექტის მიმდინარეობას აქტიურად აკვირდება და მონიტორინგს უწევს ტექნიკური მრჩეველთა საბჭო (TAG), რომლის შემადგენლობაშიც შედიან დარგის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები. TAG წელიწადში ერთხელ ატარებს შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში, სადაც განიხილება პროექტის გამოწვევები და განვითარების გეგმა. საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ღონისძიების მასალები.

C ვირუსის ელიმინაციის პროექტი საწყის პერიოდში მოიაზრებდა მხოლოდ ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტების მკურნალობას, თუმცა 2016 წლიდან აღნიშნული შეზღუდვა მოხსნილია და დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. თუ C ვირუსის ელიმინაციის პროექტი დასახულ მიზნებს შეასრულებს, მაშინ მოსალოდნელია:

  • საქართველოში C ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება.
  • ღვიძლის ციროზის სიხშირის კლება.
  • ჰეპატოცელულური კარცინომის სიხშირის კლება.

საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია და მისი წევრი ექიმები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აღნიშნულ პროექტს და მოსახლეობას მოუწოდებენ მასში აქტიური ჩართვისკენ. აქვე, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთავაზობთ იმ ნაბიჯებს, რისი გავლაც მოგიწევთ პროექტით სარგებლობისას თუ მისი დასრულების შემდეგ:

  • ჩაიტარე სკრინინგული კვლევა (უფასოდ)
  • თუ აღმოგაჩნდა C ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები - მიმართე პროვაიდერ დაწესებულებას და ჩაიტარე დიაგნოზის დასადასტურებლად შემდგომი კვლევა (უფასოდ).
  • თუ დადასტურდა მიმდინარე ინფექციის დიაგნოზი, აარჩიე რომელიმე პროვაიდერი კლინიკა და მიმართე ექიმს კონსულტაციისთვის.
  • ექიმის პირველი კონსულტაციის შემდგომ ჩაიტარე ექიმის მიერ დანიშნული დამატებითი კვლევები პროექტის ფარგლებში (სპეციალურად ამ პროექტის მოსარგებლეებისთვის დადგენილ მინიმალურ ფასად).
  • კვლევის შედეგებით ჩაიტარე ექიმის განმეორებითი კონსულტაცია და გაიგე ინფორმაცია შენი ღვიძლის დაზიანების, თანმხლები პრობლემებისა და დანიშნული მკურნალობის შესახებ. გახსოვდეს, რომ მკურნალობის პროცესი უხშირესად არ აღემატება 12 კვირას (იშვიათად - 24 კვირა) და შედგება მხოლოდ ტაბლეტური საშუალებებისგან.
  • ექიმის საბოლოო კონსულტაციის შემდგომ დაელოდე მკურნალობის დაწყებაზე თანხმობის მიღებას, რის შესახებაც გამცნობენ სამინისტროდან და კლინიკიდან.
  • მკურნალობის დაწყების დროზე შეუთანხმდი ექიმს და დაიწყე მკურნალობა შეთანხმებულ დროს.
  • მკურნალობის განმავლობაში არ დაარღვიო წამლის მიღებისა და ჩასატარებელი პროცედურების წინასწარ გაწერილი გრაფიკი.
  • მკურნალობის დასრულებიდან 12 კვირის შემდეგ მიმართე კლინიკას მკურნალობის საბოლოო შედეგის გასაგებად (კვლევა უფასოდ).
  • განკურნების შემთხვევაში შენთვის C ვირუსის ელიმინაციის პროექტი დასრულდება. დააზუსტე ექიმთან ხომ არ გჭირდება პერიოდული მონიტორინგი შენი თანმხლები დაავადებებიდან ან ღვიძლის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. შეასრულე ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.

მასალები

00 Agenda 4th Hepatitis C Technical Advisory Group Agenda FINAL

01 Kuchuloria_Tatia_Kuchuloria_TAG_2018

02 Sharvadze Presentation_Sharvadze_ TAG 2018

03 Kajaia_Long-term health outcome TAG presentation

04 Abutidze_PHC_TAG_20181125

05 Gulbiani_Lasha Gulbiani TAG presentation

06 Zarkua_Simplification of pretreatment diagnostic evaluation and on-treatment monitoring procedures within HCV Elimination Project

07 Shilton 2018 TAG presenation FIND 27NOV2018 updated

08a Alkhazashvili_Cepheid HCV VL study1

08b Alkhazashvili_Find FS study

09 Kotorashvili_Building of Next Generation Sequencing (NGS) Capacity for Hepatitis C Surveillance fv

10 Chitadze_Sample archiving N CH _27.11.2018

11 Tsereteli-Barriers_28

12 BUTSASHVILI Barriers treatment PWIDs

13 Zurashvili_Novel approaches to improving HCV screening and linkage to care

14 Nasrullah–Inpatient Screening, 4thTAG 2018-v5-Final

15 Chkhartishvili_PWID cohort_20181125

16 Aslanikashvili_HCC

17 Galdavadze Acuet Hepatitis_The Final Version

18 Kasradze_Presentation Title_CDC

19 Kikvidze_Tamar Kikvidze

20 Tskhomelidze_Cost effectiveness

23 Weidle and Hellard_TAG Intro

24 Sergeenko_Minister_Progress_TAG2019_26

25 Averhoff Georgia Issues and Challenges Averhoff for TAG Nov 2018 Final

26 Lagvilava-Decentralization and integration of HCV services

27 Gamkrelidze- TAG Presentation

28 Vickerman georgia tag 2018 29_11_2018

29 Getia HCV screening TAG _ 2018_CDC_Final_26 Nov_2018_F

30 Khonelidze [SAMEGRELO] 4TH_TAG PowerPoint _IK_NOV_2018

31 Tsertsvadze_HCV care and tretament_TAG_20181129

32 Sudadze_HCV treatment in Prison

33 Topuridze_ Advocacy and awareness_29 Nov 2018 final

35 GeCAB – Presentation_28.11

38 Stvilia 4th TAG Presentation PWID NOV2018 final7

39 BUTSASHVILI HR Treatment Integration 30.11.18 TAG (2)

40 Kipiani Blood Safety-Eteri Kipiani

41 Bloch_Blood Bank Assessments_Final_final 2

42 Chitadze Blood Bank screening quality assurance_N CH_30.11

43 Darakhvelidze TAG -presentation -Mdarakhvelidze (1)

44 Maia Alkhazashvili_ str

45 Kobalia cesusagoowo -o

46 Nizharadze Screening Adjara