საერთაშორისო მონაცემებზე დაფუძნებული კვლევით შეფასდა ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში SARS-CoV-2 ინფექციის კლინიკური გამოსავალი.
კვლევაში ჩართული იყო 756 პაციენტი (386 ღვიძლის ციროზით და 359 მის გარეშე) 29 ქვეყნიდან.
ქრონიკული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში სიკვდილობის ძირითადი რისკ-ფაქტორები იყო ასაკი და ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები.
ციროზის მქონე პაციენტებში სიკვდილიობა იყო 32%, ხოლო მის გარეშე - 8% (P < 0.001).
ასევე სიკვდილიობა პირდაპირ კორელაციაში იყო ციროზის სტადიასთან (Child-Turcotte-Pugh (CTP) - კლასიფიკაციით). Propensity-score-matched ანალიზმა გამოავლინა სიკვდილობის გაზრდილი რისკი დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში (CTP-B and CTP-C), ღვიძლის ქრონიკული დაავადების არმქონე პაციენტებთან შედარებით.
სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:
https://www.journal-of-hepatology.eu/article/S0168-8278(20)33667-9/fulltext
წყარო:
Marjot T, Moon AM, Cook JA, Abd-Elsalam S, Aloman C, Armstrong MJ, Pose E, Brenner EJ, Cargill T, Catana MA, Dhanasekaran R, Eshraghian A, García-Juárez I, Gill US, Jones PD, Kennedy J, Marshall A, Matthews C, Mells G, Mercer C, Perumalswami PV, Avitabile E, Qi X, Su F, Ufere NN, Wong YJ, Zheng MH, Barnes E, Barritt AS IV, Webb GJ, Outcomes following SARS-CoV-2 infection in patients with chronic liver disease: an international registry study., Journal of Hepatology (2020), doi: https://doi.org/10.1016/j.jhep.2020.09.024.