შეჯამება
აქამდე არსებული ტერმინოლოგია ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD) და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH) იყო მეტად გამომრიცხავი და დამაბნეველი პაციენტებისათვის და მათი პრაქტიკაში გამოყენება პოტენციურად სტრიმატიზებულად ითვლებოდა. ეს კვლევა მიზნად ისახავდა იმის დადგენას, იყვნენ თუ არა დარგის ექსპერტები და პაციენტის უფლებადამცველები ტერნოლოგიის და ნომენკლატურისა ცვლილების მომხრეები. მოდიფიცირებულ დელფის პროცესს სამი დიდი პან-ნაციონალური ღვიძლის შემსწავლელი ასოციაცია ხელმძღვანელობდა. კონსენსუსი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (67%). დამატებით, ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომიტეტმა გასცა საბოლოო რეკომენდაცია დაავადების აკრონიმის და დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ცლილებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში 236-მა პანელისტმა 56 ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღო 4 ონლაინ-გამოკითხვასა და 2 ჰიბრიდულ შეხვედრაში. გამოკითხვის 4-ვე რაუნდში ჩართულობა იყო მაღალი - 87%, 83%, 83% და 78%. რესპოდენტთა 74%-ის აზრით ამჟამინდელი ნომენკლატურა ნაკლოვანია და საჭიროებს სახელის შეცვლას. ტერმინი ,,არაალკოჰოლური’’ და ,,ცხიმოვანი’’ სტიგმატიზებულად მიიჩნია გამოკითხულ რესპოდენტთა 61%-მა და 66%-მა, შესაბამისად. ტერმინი ღვიძლის სტეატოზური დაავადება (steatotic liver disease – SLD) შემოთავაზებულ იქნა როგორც სხვადასხვა ეტიოლოგიის მომცველი სტეატოზის საერთო სახელწოდება. ტერმინი სტეატოჰეპატიტი მიჩნეულ იქნა როგორც მნიშვნელოვანი პათოფიზიოლოგიური შინაარსის მქონე და ის შენარჩუნდა. ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) შესატყვის ტერმინად შერჩეულ იქნა მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის სტეატოზური დაავადება (MASLD). კონსენსუსი ასევე ეხებოდა დაავადების დეფინიციაში 5-დან მინიმუმ ერთი კარდიომეტაბოლური რისკ-ფაქტორის გათვალისწინებას. სტეატოზი, მეტაბოლური დისფუნქციის და სხვა იდენტიფიცირებული მიზეზის გარეშე, კლასიფირებულ იქნა როგორც ღვიძლის კრიპტოგენული სტეატოზური დაავადება. ცალკე გამოიყო ახალი კატეგორია მეტაბულური და ალკოჰოლის მოხმარებასთან ასოცირებული ღვიძლის სტეატოზური დაავადება (MetALD), პაციენტთა იმ ჯგუფის აღსაწერად ვისაც დადგენილი აქვს MASLD და მოიხმარენ დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობით ალკოჰოლს (140–350 ქალებისთვის და 210–420 გრამი კვირაში კაცებისთვის). ახალმა ნომენკლატურამ და დიაგნოსტიკურმა კრიტერიუმებმა ფართო მხარდაჭერა ჰპოვა და არის წინა ნომენკლატურასთან შედარებით არასტიგმატიზებული. მას შეუძლია გაზარდოს დაავადების შესახებ ცნობიერება და გაამარტივოს პაციენტთა იდენტიფიცირება.