EASL (European Association for the Study of the Liver) -ის კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინი ორსულობის დროს ღვიძლის დაავადებების მართვის შესახებ

       ორსულობის პერიოდში ღვიძლის დაავადებები მოიცავს როგორც გესტაციურ ღვიძლის დააავდებებს, ასევე მწვავე და ქრონიკული ღვიძლის დაავადებების მართვას, ორსულობის პერიოდში. ორსულობასთან ასოცირებულია თუ ორსულობამდე არსებული, ღვიძლის დაავადებები მნიშვნელოვნად ზრდიან დედის და ნაყოფის ავადობისა და სიკვდილობის რისკს. აქედან გამომდინარე ევროპის ღვიძლის დაავადებების შემსწვავლელმა ასოციაციამ, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეემუშავებინათ რეკომენდაციები ორსულობის დროს ღვიძლის დაავადებების მართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროფილის ექიმებისათვის, მათ შორის ჰეპატოლოგების, გასტროენეტეროლოგების, მეან-გინეკოლოგების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების და ამ პოპულაციაზე მომუშავე სხვა სპეციალისტებისათვის.

გაიდლაინში მოცემული ინფორმაცია ისეთი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მართვა ორსულებში როგორებიცაა:

  • აუტოიმუნური ტიპის ღვიძლის დაავადებები:
    • აუტოიმუნური ჰეპატიტი
    • პირველადი ბილიური ქოლანგიტი (PBC)
    • პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი (PSC)
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
  • ღვიძლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
  • ვილსონის დაავადება
  • ღვიძლის ციროზი და პორტული ჰიპერტენზია
  • ვირუსული ჰეპატიტები (HAV, HBV/HDV, HCV, HEV)

ღვიძლის გესტაციური დაავადებებიდან:

  • პრეეკლამფსია და HELLP სინდრომი
  • ორსულთა ღვიძლის მწვავე გაცხიმოვნება (AFLP)
  • Hyperemesis gravidarum
  • ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზი (ICP)

 

© 2023 European Association for the Study of the Liver. Published by Elsevier B.V. All rights reserved.