C ვირუსის ელიმინაციის პროექტი
საქართველოში 2015 წლიდან მოქმედებს C ვირუსის ელიმინაციის პროექტი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები შემდეგ მომსახურებას ღებულობენ:
- დაავადების სკრინინგული კვლევა
- მიმდინარე ინფექციის პირველადი დიაგნოსტიკა.
- ანტივირუსული თერაპიის დაწყებამდე საჭირო დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევა.
- ანტივირუსული თერაპია.
- ანტივირუსული თერაპიის დროს საჭირო კვლევები.
- ანტივირუსული მკურნალობის შემდგომ საბოლოო კვლევა თერაპიის შედეგის შესამოწმებლად.
პროექტს ახორციელებს კომპანია ფარმაცევტული კომპანია Gilead Inc., საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. პროექტი მხარდაჭერილია ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). პროექტის მიმდინარეობას აქტიურად აკვირდება და მონიტორინგს უწევს ტექნიკური მრჩეველთა საბჭო (TAG), რომლის შემადგენლობაშიც შედიან დარგის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები. TAG წელიწადში ერთხელ ატარებს შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში, სადაც განიხილება პროექტის გამოწვევები და განვითარების გეგმა. საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ღონისძიების მასალები.
C ვირუსის ელიმინაციის პროექტი საწყის პერიოდში მოიაზრებდა მხოლოდ ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტების მკურნალობას, თუმცა 2016 წლიდან აღნიშნული შეზღუდვა მოხსნილია და დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. თუ C ვირუსის ელიმინაციის პროექტი დასახულ მიზნებს შეასრულებს, მაშინ მოსალოდნელია:
- საქართველოში C ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება.
- ღვიძლის ციროზის სიხშირის კლება.
- ჰეპატოცელულური კარცინომის სიხშირის კლება.
საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია და მისი წევრი ექიმები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აღნიშნულ პროექტს და მოსახლეობას მოუწოდებენ მასში აქტიური ჩართვისკენ. აქვე, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად გთავაზობთ იმ ნაბიჯებს, რისი გავლაც მოგიწევთ პროექტით სარგებლობისას თუ მისი დასრულების შემდეგ:
- ჩაიტარე სკრინინგული კვლევა (უფასოდ)
- თუ აღმოგაჩნდა C ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები - მიმართე პროვაიდერ დაწესებულებას და ჩაიტარე დიაგნოზის დასადასტურებლად შემდგომი კვლევა (უფასოდ).
- თუ დადასტურდა მიმდინარე ინფექციის დიაგნოზი, აარჩიე რომელიმე პროვაიდერი კლინიკა და მიმართე ექიმს კონსულტაციისთვის.
- ექიმის პირველი კონსულტაციის შემდგომ ჩაიტარე ექიმის მიერ დანიშნული დამატებითი კვლევები პროექტის ფარგლებში (სპეციალურად ამ პროექტის მოსარგებლეებისთვის დადგენილ მინიმალურ ფასად).
- კვლევის შედეგებით ჩაიტარე ექიმის განმეორებითი კონსულტაცია და გაიგე ინფორმაცია შენი ღვიძლის დაზიანების, თანმხლები პრობლემებისა და დანიშნული მკურნალობის შესახებ. გახსოვდეს, რომ მკურნალობის პროცესი უხშირესად არ აღემატება 12 კვირას (იშვიათად - 24 კვირა) და შედგება მხოლოდ ტაბლეტური საშუალებებისგან.
- ექიმის საბოლოო კონსულტაციის შემდგომ დაელოდე მკურნალობის დაწყებაზე თანხმობის მიღებას, რის შესახებაც გამცნობენ სამინისტროდან და კლინიკიდან.
- მკურნალობის დაწყების დროზე შეუთანხმდი ექიმს და დაიწყე მკურნალობა შეთანხმებულ დროს.
- მკურნალობის განმავლობაში არ დაარღვიო წამლის მიღებისა და ჩასატარებელი პროცედურების წინასწარ გაწერილი გრაფიკი.
- მკურნალობის დასრულებიდან 12 კვირის შემდეგ მიმართე კლინიკას მკურნალობის საბოლოო შედეგის გასაგებად (კვლევა უფასოდ).
- განკურნების შემთხვევაში შენთვის C ვირუსის ელიმინაციის პროექტი დასრულდება. დააზუსტე ექიმთან ხომ არ გჭირდება პერიოდული მონიტორინგი შენი თანმხლები დაავადებებიდან ან ღვიძლის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე. შეასრულე ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები.
მასალები
TAG 2018
00 Agenda 4th Hepatitis C Technical Advisory Group Agenda FINAL
01 Kuchuloria_Tatia_Kuchuloria_TAG_2018
02 Sharvadze Presentation_Sharvadze_ TAG 2018
03 Kajaia_Long-term health outcome TAG presentation
05 Gulbiani_Lasha Gulbiani TAG presentation
07 Shilton 2018 TAG presenation FIND 27NOV2018 updated
08a Alkhazashvili_Cepheid HCV VL study1
08b Alkhazashvili_Find FS study
10 Chitadze_Sample archiving N CH _27.11.2018
12 BUTSASHVILI Barriers treatment PWIDs
13 Zurashvili_Novel approaches to improving HCV screening and linkage to care
14 Nasrullah--Inpatient Screening, 4thTAG 2018-v5-Final
15 Chkhartishvili_PWID cohort_20181125
17 Galdavadze Acuet Hepatitis_The Final Version
18 Kasradze_Presentation Title_CDC
20 Tskhomelidze_Cost effectiveness
23 Weidle and Hellard_TAG Intro
24 Sergeenko_Minister_Progress_TAG2019_26
25 Averhoff Georgia Issues and Challenges Averhoff for TAG Nov 2018 Final
26 Lagvilava-Decentralization and integration of HCV services
27 Gamkrelidze- TAG Presentation
28 Vickerman georgia tag 2018 29_11_2018
29 Getia HCV screening TAG _ 2018_CDC_Final_26 Nov_2018_F
30 Khonelidze [SAMEGRELO] 4TH_TAG PowerPoint _IK_NOV_2018
31 Tsertsvadze_HCV care and tretament_TAG_20181129
32 Sudadze_HCV treatment in Prison
33 Topuridze_ Advocacy and awareness_29 Nov 2018 final
38 Stvilia 4th TAG Presentation PWID NOV2018 final7
39 BUTSASHVILI HR Treatment Integration 30.11.18 TAG (2)
40 Kipiani Blood Safety-Eteri Kipiani
41 Bloch_Blood Bank Assessments_Final_final 2
42 Chitadze Blood Bank screening quality assurance_N CH_30.11