დელტა, D ჰეპატიტის ვირუსი (HDV) არის ღვიძლის დაზიანების გამომწვევი დეფექტური ვირუსი, რომელიც საჭიროებს B ჰეპატიტის ვირუსის არსებობას სასიცოცხლო ციკლის შესასრულებლად. HDV იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ ღვიძლის დაზიანებას და ითვლება ყველაზე აგრესიულად მიმდინარე ჰეპატიტის ვირუსად, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს როგორც ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ასევე ინფექციის ქრონიზაციის შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობის ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი და მასთან ასოცირებული გართულებები, მათ შორის ჰეპატოცელულური კარცინომა. ბოლოდროინდელმა დიაგნოსტიკურმა და თერაპიულმა მიღწევებმა ჰეპატოლოგიაში, დღის წესრიგში დააყენა HDV ინფექციის კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინის საჭიროება.
EASL-ის მმართველმა კომისიამ წარადგინა პირველი პრაქტიკული გაიდლაინი HDV ინფექციის მქონე პირებში ვირუსოლოგიური და კლინიკური მახასიათებლების, პროგნოზის შეფასების, სათანადო კლინიკური და თერაპიული მართვის შესახებ.
ქრონიკული HDV ინფექციის სამკურნალოდ IFNα გამოიყენება 90-იანი წლებიდან. ჩატარებულია ბევრი მონო- და მულტიცენტრული კვლევა IFNα-ზე, თუმცა მხოლოდ ორი მათგანია II ფაზის, რანდომიზებული კვლევა. მიუხედავად ამისა, არსებობს არაერთი მონაცემი მისი გრძელვადიანი კლინიკური სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ. (LoE 2, strong consensus)
რეკომენდაციები
(LoE 2, strong recommendation, consensus)
(LoE 3, strong recommendation, consensus)
(LoE 3, weak recommendation, strong consensus)
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით მწირი მონაცემებია BLV-ით მკურნალობის გრძელვადიან ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე და მკურნალობის ოპტიმალურ ხანგრძლივობაზე, არსებული კვლევების წინასწარი შედეგების და კლინიკურ პრაქტიკაში მიღებული მონაცემების საფუძველზე მოწოდებულია BLV-ით ქრონიკული HDV ინფექციის მქონე პაციენტების მკურნალობა, თუ შესაძლებელი და ხელმისაწვდომია. (LoE 3, consensus)
რეკომენდაციები
(LoE 3, strong recommendation, consensus)
სანამ დამატებითი მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი, BLV-ით ხანგრძლივი მკურნალობა 2 მგ დღეში (ინექცია კანქვეშ), შესაძლოა ჩაითვალოს საუკეთესო ვარიანტად.
(LoE 5, weak recommendation, consensus)
(LoE 5, weak recommendation, consensus)
გაიდლაინის სრული ვერსია იხილეთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
წყარო: European Association for the Study of the Liver. Electronic address: easloffice@easloffice.eu; European Association for the Study of the Liver. EASL Clinical Practice Guidelines on hepatitis delta virus. J Hepatol. 2023 Aug;79(2):433-460. doi: 10.1016/j.jhep.2023.05.001. Epub 2023 Jun 24. PMID: 37364791.
www.journal-of-hepatology.eu/article/S0168-8278(23)00317-3/pdf