საჰეას შესახებ

საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია (საჰეა) დაარსდა 2000 წელს ქალაქ თბილისში.

            ასოციაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებზე მომუშავე ექიმების კოორდინაცია და მათი აქტიური ჩართვა მიმდინარე საგანმანათლებლო აქტივობებში. ასევე:

  • მთლიანად კავკასიის რეგიონში მომუშავე სპეციალისტების კოორდინაცია.
  • ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის საკითხების დახვეწა/ხელშეწყობა (განსაკუთრებით B ჰეპატიტის).
  • ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციების (EASL და AASLD) პრაქტიკული გაიდლაინების მორგება ადგილობრივ კონტექსტზე და ახალ მეთოდურ რეკომენდაციებზე მუშაობა.
  • ჰეპატოლოგიის საკითხებში სხვადასხვა ვორქშოპებისა და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება.
  • პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალის, ასევე სხვა სპეციალობის ექიმებისა და თავად პაციენტების ინფორმირება მათთვის აქტუალურ ჰეპატოლოგიურ საკითხებზე.
  • საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის საკითხზე მუშაობა.
  • საქართველოში C ვირუსის ელიმინაციის პროექტზე მუშაობა.

 

საჰეა არის ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) წევრი. 2012 წელს საჰეას ეგიდითა და EASL-ის ხელშეწყობით თბილისში ჩატარდა „ღვიძლის საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ დარგის წამყვანი ექსპერტები აშშ-დან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. 2014 წელს საჰეასა და „სომხეთის ჰეპატოლოგიის ფორუმის“ ორგანიზებით თბილისში გაიმართა „პირველი ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონფერენცია ღვიძლის საკითხებზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ექიმებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოწვეულმა ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. საჰეა აღნიშნული მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას და პერიოდულად მართავს რეგიონული მნიშვნელობის სამეცნიერო კონფერენციებს.

            საჰეა-ში გაწევრიანებულები არიან ექიმი ინფექციონისტები, გასტროენტეროლოგები და ის სპეციალისტები, რომლებსაც უწევთ ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებთან შეხება სხვადასხვა კუთხით (მაგ.: მუცლის ღრუს ქირურგები, ოჯახის ექიმები, რადიოლოგები და ა.შ.). ასოციაცია აქტიური თანამშრომლობისთვის გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს. ერთად ავამაღლოთ ცოდნა ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების შესახებ!