მეტაბოლურ დარღვევებთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების (MAFLD) დასადგენად აქამდე საჭირო იყო ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადებების (მათ შორის ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული დაავადების) გამორიცხვა. თუმცა, დღევანდელი ჩვენი ცოდნით, MAFLD-ის პათოგენეზისა და მისი გამომწვევი მიზეზების დასადგენად საჭიროა დაავადების დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების არსებობა. ამ სტატიაში, 22 ქვეყნის საერთაშორისო ექსპერტმა შემოგვთავაზა MAFLD-ის დიაგნოსტირების ახალი განმარტება, რომელიც არის მარტივი, ყოვლისმომცველი და ამასთანავე ღვიძლის სხვა დაავადებებისაგან დამოუკიდებელი. კრიტერიუმები დაფუძნებულია ღვიძლის დადასტურებულ სტეატოზზე და შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ერთის არსებობაზე მაინც: ჭარბი წონა/სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, ან მეტაბოლური დისრეგულაცია. დაავადების შეფასება და სიმძიმის კლასიფიკაცია იყოფა ორ კატეგორიად: სტეატოჰეპატიტი და სტეატოჰეპატიტის გარეშე. ექსპერტთა ჯგუფმა ასევე შემოგვთავაზა MAFLD-თან ასოცირებული ციროზის და ღვიძლის გაცხიმოვნების გამომწვევი სხვა მიზეზების კრიტერიუმები. საბოლოოდ, მივიღეთ MAFLD-ის დიაგნოსტიკური და კლინიკურ კვლევებში ჩართვის კრიტერიუმები, რაც დაგვეხმარება გავაერთიანოთ და გავაუმჯობესოთ ტერმინოლოგია (მაგ. ICD-ის კოდირებისთვის) კლინიკური პრაქტიკასა და სამეცნიერო კვლევებში.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

წყარო: Eslam M, Newsome PN, Sarin SK, et al. A new definition for metabolic dysfunction-associated fatty liver disease: An international expert consensus statement. J Hepatol. 2020;73(1):202-209. doi:10.1016/j.jhep.2020.03.039

Journal of Hepatology 2020 vol. 73 j 202–209

გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ ასოციაციის წევრებისთვის. გვერდის სანახავად გაიარეთ ავტორიზაცია.