ღვიძლის ციროზი

ღვიძლის ციროზი
ღვიძლის ციროზის დროს ხდება ღვიძლის ნორმალური, ელასტიური, ჯანმრთელი ქსოვილის დანაწიბურება. ამ პროცესს განაპირობებს მრავალი წლის განმავლობაში ღვიძლზე სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება. ციროზის ყველაზე ხშირი მიზეზებია: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ქრონიკული ვირუსული B და C ჰეპატიტები და ასევე ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.

ღვიძლის ციროზი დინამიური პროცესია, რომელიც იყოფა სტადიებად. ადრეულ სტადიაზე შესაძლოა პროცესის უკუგანვითარება ან მისი მნიშვნელოვნად შენელება, დაავადების გამომწვევი მიზეზის ადეკვატური მართვის პირობებში (მაგ.: ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა, C ჰეპატიტის ვირუსისგან განკურნება და ა.შ.). ხოლო გვიან სტადიაზე ღვიძლის ციროზი შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში პროცესია მიუხედავად მისი გამომწვევი  მიზეზის ადეკვატური მართვისა. სწორედ ამ დროს განიხილება ღვიძლის გადანერგვა.