
განახლებული EASL-ის კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი B ჰეპატიტის ვირუსული (HBV) ინფექციის მართვის შესახებ წარმოადგენს ყოვლისმომცველ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების ერთობლიობას დაავადების მართვისათვის. გაიდლაინი მოიცავს ათ თემატურ სექციას და შეეხება შემდეგ საკითხებს: დიაგნოსტიკა, მკურნალობის მიზნები, მკურნალობის ჩვენებები, თერაპიული ვარიანტები, ჰეპატოცელულური კარცინომის მონიტორინგი, განსაკუთრებულ პაციენტთა ჯგუფების მართვა, HBV-ის რეაქტივაციის პროფილაქტიკა, ტრანსპლანტაციის შემდგომი მოვლა, B ჰეპატიტის პრევენციის სტრატეგიები და ბოლოს განიხილავს ღია კითხვებსა და მომავალი კვლევის მიმართულებებს. ქრონიკული B ჰეპატიტი კვლავ რჩება გლობალურ ჯანდაცვის გამოწვევად, რადგან 250 მილიონზე მეტი ადამიანი არის ინფიცირებული, ხოლო ციროზისა და ჰეპატოცელულური კარცინომის გამო მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს გაიდლაინი ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას, ვირუსის და მასპინძლის ფაქტორებზე დაფუძნებულ რისკების განსაზღვრას და ინდივიდზე მორგებული ანტივირუსული თერაპიის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამარტივებულ ალგორითმებს, ვაქცინაციასა და სკრინინგს, რაც ხელს უწყობს HBV-ის გლობალური ელიმინაციის მიზნების მიღწევას. გაიდლაინი ასევე განიხილავს „ფუნქციური“ და „ნაწილობრივი“ განკურნების განსაზღვრებებს და ინფექციის ახალ ბიომარკერებს. ლიტერატურის მიმოხილვის, ექსპერტთა კონსენსუსისა და დელფის მეთოდის საფუძველზე შემუშავებული ეს სახელმძღვანელო მიზნად ისახავს სხვადასხვა დისციპლინის სამედიცინო პროფესიონალისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას, რათა გლობალურ დონეზე გაუმჯობესდეს B ჰეპატიტის მართვა.
© 2025 European Association for the Study of the Liver. Published by Elsevier B.V. All rights are reserved, including those for text and data mining, AI training, and similar technologies.
ქრონიკული HBV ინფექცის მკურნალობის ჩვენება