შეჯამება

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ფონზე განვითარებული მწვავე უკმარისობა  (ACLF), რომელიც პირველად აღწერილ იქნა 2013 წელს, წარმოადგენს მწვავე, დეკომპენსირებული ციროზის მძიმე ფორმას, რომელიც ვლინდება ორგანოთა სისტემ(ებ)ის უკმარისობით და ახასიათებს ხანმოკლე პერიოდში სიკვდილობის მაღალი რისკი. ACLF გამოწვეულია ჭარბი სისტემური ანთებითი პასუხით, სხვადასხვა დადგენილი მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ (მაგ.ბაქტერიული ინფექცია გართულებული სეფსისით, მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტი) ან დაუდგენელი მიზეზით. ბევრი მნიშვნელოვანი კვლევით დადგინდა, ACLF-ის მქონე პაციენტებში შესაძლებელი და ეფექტურია ღვიძლის გადაუდებელი ტრანსპლანტაცია. ამიტომ, მნიშვნელოვანია  სასწრაფოდ მოხდეს პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზება იდენტიფიცირებული პრეციპიტანტების შესაბამისი მკურნალობით და ზოგადი მართვით, მათ შორის ორგანოთა სისტემების მხარდამჭერი მეთოდების გამოყენებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU). 

აღნიშნული გაიდლაინის მიზანია კლინიცისტებმა დროულად შეძლონ ACLF-ის ამოცნობა, მოახდინონ პაციენტების ტრიაჟი (ICU vs. არა-ICU), დაადგინონ და მართონ პრეციპიტანტები, ასევე მართონ ორგანოთა სისტემები, რომელიც საჭიროებს მხარდამჭერ ან ჩამანაცვლებელ მკურნალობას, განსაზღვრონ ინტესიური თერაპიის ზიანი-სარგებელი და შეაფასონ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩვენება-უკუჩვენება. გაიდლაინი დაფუძვნებულია საუკეთესო, თანამედროვე მტკიცებულებებზე. იგი დაეხმარება კლინიცისტებს ACLF-ის მქონე პაციენტის მართვის დროს გადაწყვეტილების მიღებაში.

© 2023 European Association for the Study of the Liver. Published by Elsevier B.V. All rights reserved.

ACLF-ში ჩართული ორგანოთა სისტემები

მარცხნივ ნაჩვენებია CLIF-C OF სისტემით შეფასებული 6 ორგანოთა სისტემა. წითელი ფერი მიუთითებს ორგანოს უკმარისობაზე, ხოლო ყვითელი მიუთითებს თირკმლის ან ცერებრულ დისფუნქციაზე. ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული გრაფა გვიჩვენებს EASL-CLIF კონსორციუმის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ACLF-ის ხარისხი შესაფასებლად. მარჯვნივ, ღია ცისფერში, ნაჩვენებია დამატებითი ორგანოთა სისტემები, რომელთა ფუნქცია შეცვლილია ACLF-ის მქონე პაციენტებში.

ციროზის მქონე პაციენტების კლინიკური მიმდინარეობა

  • ციროზის მქონე პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ მწვავე დეკომპენსაცია, რაც გულისხმობს ღვიძლთან დაკავშირებული მწვავე გართულებით ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას; ან განვითარდეს არამწვავე დეკომპენსაცია, რომელიც ასოცირებულია ღვიძლთან დაკავშირებული გართულებების პროგრესირებას, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
    პაციენტები მწვავე დეკომპენსირებული ციროზით, ACLF-ის გარეშე, შეიძლება რეტროსპექტულად დაიყოს სამ განსხვავებულ ჯგუფად ეპიზოდის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიხედვით. პაციენტები შეიძლება დაიყოს, როგორც: სტაბილური დეკომპენსაცია (SDC) - ამ ჯგუფის პაციენტები არ საჭიროებდა რეჰოსპიტალიზაციას 3-თვიანი დაკვირვების პერიოდში, არასტაბილური დეკომპენსაცია (UDC) - ამ ჯგუფის პაციენტებს განუვითარდათ ღვიძლთან დაკავშირებული გართულებები, მაგრამ არა ACLF და მოხდა ხელახალი ჰოსპიტალიზაცია, ან პრე-ACLF - რადგან ამ ჯგუფის პაციენტებს განუვითარდათ ACLF-ის I, II ან III სტადია 3-თვიანი შემდგომი დაკვირვების პერიდოში.

ცალკეა პაციენტები, რომლებსაც აღენიშნათ კრიტერიუმებით დადასტურებული ACLF-ის I, II, ან III სტადია. მთლიანობაში, მწვავე დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტები შეიძლება დაიყოს ექვს განსხვავებულ ჯგუფად (მოდიფიცირებულია Jalan et al. და D’Amico et al.)*.

  • აჩვენებს აღნიშნული ექვსი ჯგუფის გამოსავალს შემთხვევიდან 360 დღის განმალობაში.

ACLF, acute-on-chronic liver failure; SDC, stable decompensated cirrhosis; UDC, unstable decompensated cirrhosis.

* Jalan R, D’Amico G, Trebicka J, Moreau R, Angeli P, Arroyo V. New clinical and pathophysiological perspectives defining the trajectory of cirrhosis. J Hepatol 2021 Jul;75(Suppl 1):S14–S26.
D’Amico G, Bernardi M, Angeli P. Towards a new definition of decompensated cirrhosis. J Hepatol 2022 Jan;76(1):202–207.

 

 

გაიდლაინის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ მისამართზე

წყარო: European Association for the Study of the Liver. EASL Clinical Practice Guidelines on acute-on-chronic liver failure. J Hepatol. 2023 Aug;79(2):461-491. doi: 10.1016/j.jhep.2023.04.021. Epub 2023 Jun 24. PMID: 37364789.

https://www.journal-of-hepatology.eu/article/S0168-8278(23)00244-1/fulltext

გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ ასოციაციის წევრებისთვის. გვერდის სანახავად გაიარეთ ავტორიზაცია.