HCV-ასოცირებული ციროზის მქონე პაციენტები საჭიროებენ ჰეპატოცელულური კარცინომის (HCC) მეთვალყურეობის პროგრამაში ჩართვას, რომელიც გულისხმობს, როგორც მინიმუმ, ყოველ 6 თვეში ულტრასონოგრაფიულ კვლევას. HCC-ის სკრინინგის ნაკლია მგრძნობელობა (სენსიტიურობა), რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაგვიანებულ დიაგნოსტიკას. HCC-ის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში საჭიროა მეთვალყურეობის სიხშირის და მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენების (მაგ.: MRI) დახვეწა, მეტად ხარჯთეფექტური მართვისთვის.

Audureau და კოლეგების მიერ წარმოდგენილ კვლევაში შემუშავებული იქნა მათემატიკურ მოდელზე დაფუძვნებული ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს HCC-ის განვითარების ინდივიდუალურ რისკებს HCV-ასოცირებული ციროზის მქონე პაციენტებში, განკურნებამდე (SVR-მდე) და განკურნების (SVR-ის) შემდეგ.

აღნიშნულ კვლევაში HCC-ის განვითარების რისკის შესაფასებლად ყველაზე სარწმუნო პრედიქტორები აღმოჩნდა SVR-მდე არსებული მონაცემები: თრომბოციტების რაოდენობა, GGT, AFP და ალბუმინი. ხოლო SVR მიღწეულ პაციენტებში - პროთრომბინის დრო, ALT, ასაკი და თრომბოციტების რაოდენობა.

HCC-ის განვითრების რისკების დაყოფა მოხდა დაბალ, საშუალო და მაღალ რისკ-ჯგუფებად. მოცემულ სურათზე ნაჩვენებია სხვადასხვა ჯგუფებში HCC-ის განვითარების რისკები.

წყარო: Audureau E, Carrat F, Layese R, et al. Personalized surveillance for hepatocellular carcinoma in cirrhosis - using machine learning adapted to HCV status [published online ahead of print, 2020 Jun 29]. J Hepatol. 2020;S0168-8278(20)30394-9. doi:10.1016/j.jhep.2020.05.052

გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ ასოციაციის წევრებისთვის. გვერდის სანახავად გაიარეთ ავტორიზაცია.