გრიპის ინფექცია ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს

გრიპის ინფექცია ღვიძლის მძიმე დაზიანების დროს

 

         Journal of Hepatology-ს შემდეგ ნომრებში გამოქვეყნდება ძალიან საინტერესო მასალა, რომელიც შეგროვებულია ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) ექიმების მიერ. მასალა ამჟამად ბეჭდვაშია, თუმცა მისი ნახვა უკვე შესაძლებელია (იხ. წყარო).

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ფონზე განვითარებული მწვავე უკმარისობა (acute on chronic liver failure – ACLF) არის ღვიძლის ციროზის ხშირი გართულება და ხასიათდება მაღალი სიკვდილობის მაჩვენებლით (28 დღის განმავლობაში – 80%). სპეციფიური ღვიძლთან ასოცირებული და არაასოცირებული ორგანოთა უკმარისობა არის ACLF-ის განმსაზღვრელი და განასხვავებს მას ღვიძლის ციროზის დეკომპენსაციის კლასიკური გამოვლინებისგან. ბაქტერიული ინფექციები, B ვირუსის რეაქტივაცია და ალკოჰოლის მოხმარება არის ACLF-ის წამყვანი მიზეზები, თუმცა შემთხვევების 44%-ში მაპროვოცირებელი ფაქტორის ინდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მწირი მონაცემები არსებობს რესპირატორული ვირუსული ინფექციების, როგორც ACLF-ის შესაძლო მაპროვოცირებელი ფაქტორების შესახებ. სწორედ ამ კუთხით არის ღირებული ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების მიერ შეგროვილი მონაცემები.

2017/18 წლების ზამთარში გერმანიაში გრიპის ინფექციის სერიოზული აფეთქება დაფიქსირდა. კლინიკაში მისული პაციენტებიდან 45-ს ლაბორატორიულად დაუდასტურდა გრიპის ვირუსის არსებობა (ცხრილი 1). მათგან 11 პაციენტს ჰქონდა ღვიძლის ციროზი, ხოლო 34-ს არ ჰქონდა ღვიძლის დაავადება. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური დამუშავების შემდეგ, ეს ორი ჯგუფი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან არც თანმხლები დაავადებების მიხედვით (არ იგულისხმება ღვიძლის დაავადება) და არც ვირუსოლოგიური მახასიათებლების მიხედვით (გრიპის ვირუსის ტიპი და რაოდენობა).

შედეგები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება:

  • ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებს ჰქონდათ ღვიძლთან ასოცირებული და არაასოცირებული ორგანოთა უკმარისობის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლები.
  • 11 ციროზიანი პაციენტიდან 5-ს განუვითარდა ACLF გრიპის ინფექციის მიმდინარეობისას.
  • თავად ციროზიც ახდენდა გრიპის ვირუსის მიმდინარეობაზე გავლენას და ციროზის მქონე პაციენტებში დაავადება მიმდინარეობდა უფრო მძიმედ, ვიდრე არაციროზულ პაციენტებში.
  • რიცხობრივად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა გრიპის ინფექციით ციროზიანების ჯგუფში (2 – 18%), ვიდრე არაციროზიანების ჯგუფში (1 – 3%).
  • მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულების რისკი მნიშვნელოვნად მაღალი იყო ციროზიანების ჯგუფში, ვიდრე ღვიძლის დაავადების არმქონე პაციენტებში (82% vs 24%, p = 0.001).

ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტები არიან გრიპის მძიმე მიმდინარეობის მაღალ რისკში (ორგანოთა უკმარისობა, მეორადი ინფექციები, სიკვდილი). აღნიშნული მონაცემები ექიმი კლინიცისტებისთვის კიდევ ერთი არგუმენტია ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის გრიპის სეზონური ვაქცინაციის რეკომენდირებისთვის.

 

 

ცხრილი 1: პაციენტების ბაზისური მონაცემები და გამოსავალი.

No liver disease Liver cirrhosis p value (no liver disease vs. cirrhosis)
Baseline characteristics n = 34 n = 11
Age, mean (SD) 54 (21) 57 (11) n.s.
Male sex, n (%) 18 (53) 3 (27) n.s.
Influenza type1
A (non-H1N1), n (%) 4 (12) 2 (18) n.s.
A (H1N1), n (%) 13 (38) 1 (9) n.s.
B, n (%) 17 (50) 9 (82) 0.05
Viral load (ct value), mean (SD) 25 (6) 23 (5) n.s.
Body mass index (kg/m2), mean (SD) 27.2 (5.2) 23.6 (2.8) 0.04
Usage of immunosuppressive agents, n (%) 7 (21) 0 (0) 0.006
Charlson index (without liver disease), mean (SD) 1.8 (2.0) 1.0 (1.5) n.s.
Charlson-Deyo score (without liver disease), mean (SD) 1.4 (1.6) 0.8 (1.3) n.s.
Leukocytes (/nl), mean (SD) 8.6 (4.1) 8.4 (3.4) n.s.
C-reactive protein (mg/dl), mean (SD) 5.1 (5.9) 7.1 (10) n.s.
Platelets (/nl), mean (SD) 221 (76) 259 (102) 0.04
INR, mean (SD) 1.3 (0.8) 1.3 (0.3) 0.06
Bilirubin (mg/dl), mean (SD) 0.7 (0.5) 5.5 (9) 0.0001
Creatinine (mg/dl), mean (SD) 1.8 (1.7) 1.1 (0.4) n.s.
ALT (U/ml), mean (SD) 353 (1850) 190 (276) n.s.
Lactate (mmol/L), mean SD 1.2 (0.6) 1.9 (0.9) 0.09
Respiratory failure, n (%) 1 (3) 2 (18) n.s.
Mean arterial pressure, mean (SD) 93.8 (17) 70.2 (22) n.s.
Heart rate, mean (SD) 83 (18) 89 (32) n.s.
ACLF (presence), n (%) n.a. 2 (18) n.a.
Grade 1, n (%) n.a. 2 (18) n.a.
Grade 2, n (%) n.a. 0 (0) n.a.
Grade 3, n (%) n.a. 0 (0) n.a.
CLIF-OF score, mean (SD) n.a. 7.2 (1.6) n.a.
MELD score, mean (SD) n.a. 13.6 (6.7) n.a.
Child-Pugh score, mean (SD) n.a. 7.6 (1.8) n.a.
Class A, n (%) n.a. 2 (18) n.a.
Class B, n (%) n.a. 8 (73) n.a.
Class C, n (%) n.a. 1 (9) n.a.
CLIF-SOFA score, mean (SD) n.a. 4.1 (3.0) n.a.
SOFA score, mean (SD) 1.3 (1.6) 3.7 (3.1) 0.01
Apache II score, mean (SD) 5.9 (4.2) 11.6 (5.9) 0.001
SAPS II score, mean (SD) 17.5 (8.8) 22.8 (9.6) n.s.
Organ failure assessment, follow-up day 7 n = 17 n = 11
Respiratory failure, n (%) 1 (6) 2 (18) n.s.
Non-invasive ventilation, n (%) 1 (6) 0 (0) n.s.
Invasive ventilation, n (%) 0 (0) 2 (18) n.s.
Mean arterial pressure, mean (SD) 92 (23) 70 (23) 0.02
Heart rate, mean (SD) 77 (42) 89 (23) n.s.
Use of vasopressors, n (%) 0 (0) 2 (18) n.s.
ACLF (presence), n (%) n.a. 5 (45) n.a.
Grade 1, n (%) n.a. 2 (18) n.a.
Grade 2, n (%) n.a. 2 (18) n.a.
Grade 3, n (%) n.a. 1 (9) n.a.
CLIF-OF score, mean (SD) n.a. 8.3 (2.8) n.a.
MELD score, mean (SD) n.a. 13.6 (2.8) n.a.
CLIF-SOFA score, mean (SD) n.a. 4.7 (3.8) n.a.
SOFA score, mean (SD) 1.6 (1.4) 4.5 (3.2) 0.02
Apache II score, mean (SD) 8.1 (4.4) 11.3 (6.0) n.s.
SAPS II score, mean (SD) 22.5 (12.0) 23.5 (8.7) n.s.
Organ failure assessment, maximal scores during influenza infection n = 34 n = 11
Respiratory failure, n (%) 3 (9) 5 (45) 0.01
Non-invasive ventilation, n (%) 2 (6) 0 (0) n.s.
Invasive ventilation, n (%) 1 (3) 5 (45) 0.02
Mean arterial pressure, mean (SD) 90 (22) 66 (25) 0.01
Heart rate, mean (SD) 87 (20) 71 (20) 0.004
Use of vasopressors, n (%) 2 (6) 4 (36) 0.08
Initiated renal replacement therapy, n (%) 1 (3) 2 (18) n.s.
ACLF (presence), n (%) n.a. 5 (45) n.a.
Grade 1, n (%) n.a. 1 (9) n.a.
Grade 2, n (%) n.a. 0 (0) n.a.
Grade 3, n (%) n.a. 4 (36) n.a.
CLIF-OF score, mean (SD) n.a. 9.0 (3.7) n.a.
MELD score, mean (SD) n.a. 16.1 (10.8) n.a.
CLIF-SOFA score, mean (SD) n.a. 6.6 (6.2) n.a.
SOFA score, mean (SD) 1.9 (2.7) 6.9 (6.4) 0.03
Apache II score, mean (SD) 6.6 (5.0) 16.3 (10.6) 0.004
SAPS II score, mean (SD) 19.8 (10.1) 34 (18) 0.02
Clinical endpoints n = 34 n = 11
Days of hospitalization, mean (SD) 12.5 (16) 28 (35) 0.004
Need of intensive care therapy, n (%) 9 (26) 5 (45) n.s.
Development of secondary bacterial pneumonia, n (%) 8 (24) 9 (82) 0.001
Death during follow-up, n (%) 1 (3) 2 (18) n.s.

ACLF, acute-on-chronic liver failure; ALT, alanine aminotransferase; CLIF, Chronic Liver Failure Consortium; INR, international normalized ratio; MELD, model for end-stage liver disease; OF, organ failure; SAPS, simplified acute physiology score; SOFA, sequential organ failure assessment. P values were calculated by means of chi-square contingency tables or Wilcoxon-Mann-Whitney-U-tests for dichotomous or continuous variables, respectively.

 

წყარო:

Andreas Schütte, Sandra Ciesek, Heiner Wedemeyer, Christian M. Lange; Influenza virus infection as precipitating event of acute-on-chronic liver failure; https://doi.org/10.1016/j.jhep.2018.11.015