კლინიკური პრაქტიკური გაიდლაინები ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებების შესახებ

ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაცია (EASL)*

ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები მოიცავს კარის ვენის (პორტული ვენის) თრომბოზს (ციროზით ან მის გარეშე), პორტოსინუსოიდურ სისხლძარღვოვან დაავადებას, ბად-კიარის სინდრომს, სინუსოიდურ ობსტრუქციულ სინდრომს, არაობსტრუქციულ სინუსოიდურ დილატაციასა და პელიოზს, სპლანქნური არტერიის ანევრიზმებსა და ღვიძლის არტერიულ-ვენურ ფისტულებს. ციროზის დროს განვითარებული კარის ვენის თრომბოზის გარდა, ყველა მათგანი იშვიათ დაავადებას წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ღვიძლის შემსწავლელმა ევროპულმა ასოციაციამ გამოსცა ბოლო კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინები, გამოქვეყნდა მრავალი ახალი მონაცემი ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის (როგორც მედიკამენტური, ისე ინტერვენციული) შესახებ.

შესაბამისი ლიტერატურის ფუნდამენტური მიმოხილვის საფუძველზე, შემუშავებულია რეკომენდაციები ძირითადი კლინიკური დილემების გადასაჭრელად. დოკუმენტი ხაზს უსვამს პერსონალიზებულ მკურნალობას ინდივიდუალური რისკ-ფაქტორებისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით. ამ სფეროში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მულტიდისციპლინურ მართვას ჰეპატოლოგების, ჰემატოლოგების, პათოლოგების, ინტერვენციული რადიოლოგებისა და ქირურგების მონაწილეობით. 

გაიდლაინის მიზანია, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, წარმოვადგინოთ საუკეთესო სახელმძღვანელო მითითებები ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მართვისთვის.

download - 2026-05-21T141247.296
download - 2026-05-21T141330.513
download - 2026-05-21T141407.796

© 2025 European Association for the Study of the Liver. 

Published by Elsevier B.V. All rights are reserved, including those for text and data mining, AI training, and similar technologies.